საერთაშორისო პროექტები
ევროკომისიის მეშვიდე ჩარჩო-პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტის შესახებ:
2010 წლის ნოემბრიდან, ევროკომისიის მეშვიდე ჩარჩო-პროგრამის (FP7) ფარგლებში, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ინსტიტუტში მიმდინარეობს მუშაობა საგრანტო პროექტზე “საქართველოს ინფორმაციულ-კომუნიკაციური ტექნოლოგიების (ICT) მიმართულების ინსტიტუტებში რესურსების შექმნა-აღდგენა” (“Re-creation and building of capacities in Georgian ICT Research Institutes”, FP7 Capacities Work programme 2010; Activity 7.6 Integrating Europe’s neighbours into the ERA; Area INCO.2010-6.1: Eastern Europe and South Caucasus, Project Acronim: GEO-RECAP, Grant agreement no: 266155).
პროექტი ორწლიანია და მასში მონაწილეობენ ორგანიზაციები: სტუ ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი (MICM) – პროექტის კოორდინატორი, სტუ ვ. ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი (IC), ICARTI (საქართველო), DFKI (გერმანია), GIRAF (გერმანია), ERCIM (საფრანგეთი).
პროექტის მიზანია:- პარტნიორობა ქართველ და ევროპელ კოლეგებს შორის
- სამეცნიერო თანამშრომლობა და შესაძლო ერთობლივი პროექტების შერჩევა
- საქართველოს კვლევითი ჯგუფების ჩართვა ევროპის ტექნოლოგიური კვლევების განვითარების (RTD) კონსორციუმებში
- თანამშრომლობის შესაძლებლობები ევროკავშირის მეშვიდე ჩარჩო-პროგრამის (FP7) ფარგლებში
- ერთობლივ პროექტებში ქართველ მკვლევართა ჩართვისთვის აუცილებელი თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების მომზადება
- ქართველ და ევროპელ მეცნიერთა შორის თანამშრომლობის პრაქტიკული მხარდაჭერა
- ტრენინგებზე და ნეთვორკინგ ღონისძიებებზე წამყვანი მეცნიერების/პერსონალის დასწრების უზრუნველყოფა
- საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მნიშვნელობის და გავლენის გაზრდა ქვეყნის და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებაში
- მდგრადი და მომავალზე ორიენტირებული სტრატეგიის საფუძვლების შექმნა
About the European Commission 7th Framework Programme project
From November, 2010, Niko Muskhelishvili Institute of Computational Mathematics of Georgian Technical University (GTU-MICM) coordinates the EU, FP 7 funded project GEO-RECAP Re-creation and building of capacities in Georgian ICT Research Institutes FP7 Capacities Work programme 2010; Activity 7.6. Integrating Europe’s neighbors into the ERA; Area INCO.2010-6.1: Eastern Europe and South Caucasus. Grant N° 266155
The central goal of GEO-RECAP is to initiate and significantly increase scientific cooperation between ERA and Georgia’s leading research centres in ICT, two institutes of Georgian Technical University: Niko Muskhelishvili Institute of Computational Mathematics (GTU-MICM) and Vladimer Chavchanidze Institute of Cybernetics (GTU-IC).