7 თებერვალს სტუ ვლ.ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტში ჩატარდა სემინარი, რომელიც ეხებოდა სამეცნიერო სამუშაოს „ფიზიკის ფუნდამენტური წარმოდგენების კრიტიკული გადახედვა“. სემინარის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა სამუშაოს მე-6 ნაწილი – ტალღურ-ნაწილაკოვანი დუალიზმი, რომლის ავტორები არიან ი. ბაღათურია, ზ. მელიქიშვილი, კ. ტურაშვილი და ა. ხელაშვილი. მოხსენება გააკეთა ოპტიკისა და სპექტროსკოპიის განყოფილების ხელმძღვანელმა, ზაზა მელიქიშვილმა.