დღეს კაცობრიობის წინაშე არსებულ ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს სათბურის აირებით გარემოს დაბინძურების მავნე ზემოქმედება ელექტროენერგიის გამომუშავებისას წიაღისეული საწვავის დომინანტური გამოყენების შედეგად. მდგრადი, სუფთა და განახლებადი ენერგოტექნოლოგიების დანერგვა გაუმჯობესებულ ენერგოეფექტურობასთან ერთად იძლევა ყველაზე პერსპექტიულ, იაფ და უსაფრთხო გზას ენერგოწარმოებასთან დაკავშირებული სათბურის გაზების ემისიის საგრძნობი შემცირების მისაღწევად. ენერგოეფექტური ტექნოლოგიები უზრუნველყოფს რიგ თანასარგებელს, მათ შორის კლიმატის ცვლილების შერბილებასა და საზოგადოების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას გაცილებით დაბალი ენერგიის მოხმარების ფონზე. ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ლაბორატორიაში ჩვენ მიზნად ვისახავთ გაუმჯობესებული ფუნქციონირების მქონე მოწინავე ენერგომასალების შემუშავებას. ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევის თემები მოიცავს დოპირებული/დანამატებიანი ოქსიდური თერმოელექტრული მასალებისა და მაღალტემპერატურული ზეგამტარების ფუნქციური მახასიათებლების გაზომვებს/ანალიზს/ოპტიმიზაციას გამოყენების ფართო არეალისთვის მათი ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით.