2. შექმნილია ზედენადი ჰელიუმით შევსებულ ფოროვან გარემოში აკუსტიკური ტალღების გავრცელების თეორია. მიღებული განტოლებები გამოყენებულია აეროგელებისათვის. ვ. ვერკინის სახ. დაბალი ტემპერატურის ინსტიტუტსა (უკრაინა) და დელავერის უნივერსიტეტის (აშშ) ფიზიკა-ასტრონომიის განყოფილებაში დადგმული ექსპერიმენტები ასაბუთებენ ხსენებული თეორიის სამართლიანობას. ასევე მუშავდება ბიოსამედიცინო დანიშნულების ახალი კლასის ნანომასალების დამზადების ტექნოლოგია.