პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიულ კვლევების ლაბორატორია
კვლევების სფეროები:
1. ინოვაციური პოლარიმეტრული მეთოდის შემუშავება დროის რეალურ მასშტაბში ოპტიკური დისტანციური ზონდირებისა და ობიექტების ამოცნობისათვის
- ობიექტების მიერ არეკვლილი სინათლის პოლარიზაციის მდგომარეობის განაწილების, პოლარზაციის ხარისხის და ასევე ამ განაწილების დისპერსიის ანალიზი
- არეკვლილი სინათლის პოლარიზაციის პარამეტრების კავშირი ობიექტების ფიზიკოქიმიურ და გეომეტრიულ თვისებებთან
უპირატესობები
- ძირითად მაანალიზებელ ელემენტად გამოიყენება მაღალი დიფრაქციული ეფექტურობის მქონე ინტეგრალური პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული დიფრაქციული ელემენტი.
- ობიექტების ამოცნობის სიჩქარის, უტყუარობისა და სიზუსტის ზრდა.
- ამგვარ ელემენტების ბაზაზე შექმნილი მოწყობილობა იქნება კომპაქტური, იაფი და მარტივი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საფრენ აპარატებზე დამონტაჟებისათვის.
- მეთოდი მეტად მნიშვნელოვანია ეკონომიკის, ეკოლოგიის, ასევე სამხედრო და ტერორიზმთან ბრძოლის გამოყენების სფეროებისათვის.
2. ოპტიკურ საკომუნიკაციო ქსელებში ინფორმაციის არხების სივრცული კომუტაცია დინამიური პოლარიზაციული ჰოლოგრამების მეშვეობით
- ოპტიკური კომუტაციის ახალი მეთოდი მაღალეფექტური გადაპროგრამირებადი დინამიური პოლარიზაციული მიკროჰოლოგრამების მატრიცის საფუძველზე.
- გადასართავი ინფორმაციული კონის საჭირო მიმართულებით გადახრა ხდება გადაპროგრამირებად ჰოლოგრამაზე დიფრაქციის ხარჯზე, ჰოლოგრამის სივრცული სიხშირისა და მის პერიოდში ანიზოტროპიის განაწილების შესაბამისად.
უპირატესობები
- შემავალი და გამავალი ოპტიკური არხების სრული და არაბლოკირებადი კომუტირება საკომუნიკაციო ქსელებში და მომავლის ოპტიკურ კომპიუტერებში.
- განსხვავებული ტალღის სიგრძისა და პოლარიზაციის მქონე კონების სეპარირებისა და გადართვის შესაძლებლობა.
- ინფორმაციული, 1550 ნმ ტალღის სიგრძის ინფრაწითელი კონის გადართვის შესაძლებლობა.
- მმართველ აქტინური სინათლის წყაროდ უწყვეტი კომპაქტური მცირე სიმძლავრის მქონე დიოდის ლაზერების გამოყენების შესაძლებლობა.
- ერთდროულად 104-105 დამოუკიდებელი არხების არაბლოკირებადი კომუტირების შესაძლებლობა საერთო წარმადობით 10-20 ტერაბიტ/წმ.
- თანამედროვე ოპტიკური კაბელების გამტარუნარიანობა და კომუტირების სიჩქარის მინიმუმ ორჯერ გაზრდის შესაძლებლობა ინფორმაციის პოლარიზაციის მდგომარეობის მიხედვით დამატებითი კოდირებისა და სელექციის ხარჯზე
- შესაძლებლობა WDM ტექნოლოგიისა და ლამბდა-კომუტაციის გამოყენების შემთხვევაშიც ჰოლოგრამების ფართო, მუშა სპექტრული დიაპაზონის ხარჯზე.