მათემატიკური კიბერნეტიკის განყოფილება
კვლევების სფეროები:
1) კვანტური გამოთვლების ანალიზური და სირთულის თეორია;
ძირითადი კვლევები მიმდინარეობდა კომპლექსური ანალიზის ფუნდამენტური პრობლემების შესასწავლად. კერძოდ, 1) მიღებული იქნა რიმანის სფეროზე ფუქსის ტიპის განტოლებათა სისტემის მონოდრომიის წარმოდგენის ყველგან მკვრივობის საკმარისი პირობა 2) დამტკიცდა, რომ წრეწირში ჩახაზვადი კონფიგურაციები ორიენტირებული ოთხკუთხედის ფართობის კრიტიკული წერტილებია 3) გამოთვლილი იქნა ისეთი კომპლექსური მრავალნაირობის მოდულების სივრცის ეილერის მახასიათებელი, რომელიც მიიღება კომპაქტური რიმანის ზედაპირებიდან სასრული რაოდენობის წერტილების ამოგდებით.
შედეგი 1)-დან გამოდინარეობს, პირობა იმისა, თუ რა ტიპის კვანტური სისტემა იძლევა მონოდრომიული კვანტური გამოთვლებისათვის ელემენტარული გეიტების უნივერსალურ სისტემას; ხოლო შედეგები 2) და 3) იძლევა სახსრული მექანიზმების კონფიგურაციული სივრცის ტოპოლოგიურ აღწერას.