ნანოკომპოზიტების ლაბორატორია
ნანოკომპოზიტების ლაბორატორია_123
microscope, dna double helix and human cell
20211118_155113_HDR_2_M
ნანოკომპოზიტების ლაბორატორია
NCFluid_1200_533_White
nanocomposite_Lab_resz
ნანოკომპოზიტების ლაბორატორია
Nanocomposite_lab_EHD
bg-cas-chemistry
magnetic_nanofluid_nano_lab
ნანოკომპოზიტების ლაბორატორია
magnetic nanofluid_nano_lab
ლაბორატორიის საქმიანობა ეხება სინთეზის ფუნდამენტურ პრობლემებს, ნანონაწილაკების, ორგანულ-არაორგანული და არაორგანული ნანოკომპოზიტური მასალების შესწავლას. ამ სტრუქტურების საფუძველზე ხორციელდება ახალი თაობის ფუნქციური და სტრუქტურული მასალების (ბიოსამედიცინო დანიშნულების მაგნიტური ნანონაწილაკების, გრაფენის ოქსიდის, კონსოლიდირებული სისტემები და სხვ) მიღება. სხვადასხვა სახის ნანოკომპოზიტური მასალების მიღება ძირითადად ხორციელდება ქიმიური თანადალექვის, სონოქიმიური, სოლვოთერმული, ელექტროქიმიურ და ზოლ-გელის მეთოდების მეშვეობით.
სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებები:
- ავტომატიზირებული უწყვეტი ტექნოლოგიური ხაზით რკინის ოქსიდის ნანონაწილაკების შემცველი ბიოსამედიცინო დანიშნულების მაგნიტური ნანოსითხეების ქიმიური თანადალექვის მეთოდით სინთეზი, ორგანული, არაორგანული მოლეკულებით მოდიფიცირება;
- სხვადასხვა სურფაქტანტებით მოდიფიცირებული რკინის ოქსიდის ნანონაწილაკების დატვირთვა/ფუნქციონალიზაცია ანტისიმსიმვნური სამკურნალო პრეპარატებით;
- ქიმიური თანადალექვის სინთეზის გზით მიღებული ნანოკომპოზიტური მასალების ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების შესწავლა;
- სხვადასხვა სურფაქტანტით მოდიფიცირებული და ანტისმსივნური პრეპარატით დატვირთული რკინის ოქსიდის ნანონაწილაკების შემცველი მაგნიტური ნანოსითხეების ბაქტერიციდული და ანტისიმსივნური თერაპიული ეფექტების შესწავლა ინ ვიტრო უჯრედულ და ინ ვივო ცხოველურ მოდელებზე.