Nanomaterials 2026 – ბარსელონა | სტუ კიბერნეტიკის ინსტიტუტი
🔬 სამეცნიერო კონფერენცია

Nanomaterials 2026:
Innovations and Future Perspectives

📅
16–18 მარტი, 2026
📍
ბარსელონა, ესპანეთი
🏛
სტუ კიბერნეტიკის ინსტიტუტი
Nanomaterials 2026 Logo

ინსტიტუტის მეცნიერები საერთაშორისო ასპარეზზე

სტუ ვლ. ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ნანოკომპოზიტების ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომლებმა ნინო მაისურაძემ და ლიანა სანებლიძემ მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაზე Nanomaterials 2026-ში, რომელიც გაიმართა 2026 წლის 16–18 მარტს ბარსელონაში, ესპანეთში.

კონფერენცია მოიცავდა ნანომეცნიერების სხვადასხვა სფეროს — ნანომედიცინიდან გამოთვლით ნანომეცნიერებამდე — და გახდა პლატფორმა მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების, მკვლევარებისა და ინდუსტრიის სპეციალისტების შეხვედრისა.

Nanomedicine Bionanotechnology Nanomaterials Nanoelectronics Nanosensors Computational Nanoscience Catalysis Environmental Nanotechnology Advanced Materials
🏅 დაფინანსება

კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, FR-23-12896.

ნინო მაისურაძე
მეცნიერ-თანამშრომელი
ლიანა სანებლიძე
მეცნიერ-თანამშრომელი

სამეცნიერო პრეზენტაცია

“Fabrication of Superparamagnetic Nanofiber Composites via Electrospinning of Citric Acid-Coated Iron Oxide Nanoparticles”
V. Mikelashvili, Sh. Kekutia, J. Markhulia, L. Saneblidze, N. Maisuradze, L. Kótai, A. Kertesz-Farkas, K.A. Béres, Z. Homonnay, P. Németh
სუპერპარამაგნიტური რკინის ოქსიდის ნანონაწილაკების (SPIONs) სინთეზი განხორციელდა ქიმიური თანადალექვის მეთოდით. კოლოიდური სტაბილურობის გასაუმჯობესებლად, მიღებული ნანონაწილაკები ფუნქციონალიზებულ იქნა ლიმონმჟავით, რის შემდეგაც მაგნიტური ნანოსისტემა ჩაერთო PVA-ს 10%-იან ხსნარში. ელექტროსპინინგის გზით მიღებულ იქნა ერთგვაროვანი კომპოზიტური ნანობოჭკოები.XRD ანალიზმა დაადასტურა მაგნეტიტის (Fe₃O₄) სპინელური ფაზა (კრისტალიტის ზომა ~25 ნმ), ხოლო FTIR, მესბაუერისა და რამანის სპექტროსკოპულმა კვლევებმა — ზედაპირული ფუნქციონალიზაციის სიზუსტე. VSM ანალიზით დადასტურდა სისტემის სუპერპარამაგნიტური ქცევა, ხოლო SEM კვლევით გამოვლინდა 200–400 ნმ დიამეტრის მქონე გლუვი ბოჭკოების ფორმირება. მიღებული მრავალფუნქციური მაგნიტური ნანობოჭკოები პერსპექტიულია ბიომედიცინური გამოყენებისათვის, კერძოდ: წამლის მიწოდების სისტემებში, MRI კონტრასტირებისთვის, მაგნიტური ჰიპერთერმიისა და ქსოვილური ინჟინერიისათვის.

კონფერენციის ოფიციალური ვიდეო

ღონისძიების ოფიციალური After Movie ასევე ხელმისაწვდომია კონფერენციის ვებსაიტზე.

თემატიკა

2026 წლის 16-18 მარტს, ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში, გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია Nanomaterials 2026: Innovations and Future Perspectives. კონფერენციის მიზანია გააერთიანოს მკვლევარები, ექსპერტები და ინდუსტრიის პროფესიონალები მთელი მსოფლიოდან უახლესი მიღწევების გასაზიარებლად და მჭიდრო თანამშრომლობის დასამყარებლად ნანომასალებისა და სხვა მოწინავე, ჰიბრიდული თუ „ჭკვიანი“ მასალების სფეროში.

სამი დღის განმავლობაში დღის წესრიგი მოიცავდა სამეცნიერო თემების ფართო სპექტრს: ნანომედიცინას, ბიონანოტექნოლოგიას, ნანოფოტონიკასა და გარემოსდაცვით გამოყენებებს. პროგრამა დატვირთული იყო თემატური ლექციებით, ზეპირი პრეზენტაციებითა და პოსტერ-სესიებით.

Prof. Dr. Eugenia Valsami-Jones
Dr. Socorro Vázquez-Campos
კონფერენციის თანათავმჯდომარეები

სტუ ვლ. ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი  |  ნანოკომპოზიტების ლაბორატორია

კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით FR-23-12896