ტალღურ-ნაწილაკოვანი დუალიზმი

ტალღურ-ნაწილაკოვანი დუალიზმი

7 თებერვალს სტუ ვლ.ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტში ჩატარდა სემინარი, რომელიც მიეძღვნა კვლევას „ფიზიკის ფუნდამენტური წარმოდგენების კრიტიკული გადახედვა“.

სემინარზე წარმოდგენილი იყო კვლევის მე-6 ნაწილი – „ტალღურ-ნაწილაკოვანი დუალიზმი“, რომლის ავტორები არიან ი. ბაღათურია, ზ. მელიქიშვილი, კ. ტურაშვილი და ა. ხელაშვილი. მოხსენება გააკეთა ოპტიკისა და სპექტროსკოპიის განყოფილების ხელმძღვანელმა, ზაზა მელიქიშვილმა.

სემინარს ძირითადად ესწრებოდნენ ინსტიტუტის მეცნიერები (ფიზიკოსები, მათემატიკოსები, ქიმიკოსები, ბიოფიზიკოსები და კიბერნეტიკოსები). სემინარის ფარგლებში დამსწრე მეცნიერებს შორის გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც განხილული იყო ტალღურ-ნაწილაკოვანი დუალიზმის თანამედროვე ინტერპრეტაციები და მისი მნიშვნელობა ფიზიკის ფუნდამენტური პრინციპების გადაფასებისთვის.

Spread the love

კომენტარის დატოვება