მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის (SRNSF) 2025 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში კიბერნეტიკის ინსტიტუტის ორმა სამეცნიერო პროექტმა მოიპოვა დაფინანსება.
კონკურსი გამოირჩეოდა მაღალი კონკურენციით: სულ დარეგისტრირდა 472 განაცხადი, რომელთაგან შეფასების ეტაპზე 420 პროექტი გადავიდა. სამეცნიერო ღირებულების დასადგენად გამოყენებული იყო ევროპის სამეცნიერო ფონდის (European Science Foundation – ESF) მკაცრი, სამეტაპიანი შეფასების სისტემა:
- თითოეული პროექტის პირველადი შეფასება ორი დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ;
- პროექტის ხელმძღვანელის პასუხი (Rebuttal) პირველად შეფასებაზე;
- პანელური შეფასება ექსპერტთა ჯგუფების მიერ, რომელიც ითვალისწინებდა როგორც საექსპერტო დასკვნებს, ასევე პროექტის ხელმძღვანელის განმარტებებს.
კონკურსში კიბერნეტიკის ინსტიტუტიდან დაფინანსება მოიპოვა ორმა საგრანტო პროექტმა:
🔹 პროექტი 1
სახელწოდება: მრავალ სტიმულზე რეაგირებადი Fe3O4–ნანოკომპოზიტური პლატფორმა ფოტოდინამიკური თერაპიისა და კიბოს თერანოსტიკისთვის
- პროექტის ხელმძღვანელი: ჯანო მარხულია (თერმო და ფოტოქრომული სტრუქტურების ლაბორატორიის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი).
- ძირითადი შემსრულებლები: შალვა კეკუტია ( ნანოკომპოზიტების ლაბორატორიის გამგე, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი);
- ნინო მაისურაძე (ნანოკომპოზიტების ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი, პროექტის კოორდინატორი);
- ვლადიმერ მიქელაშვილი (ნანოკომპოზიტების ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი);
- ლიანა სანებლიძე (ნანოკომპოზიტების ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი).
- ძირითადი შემსრულებლები: შალვა კეკუტია ( ნანოკომპოზიტების ლაბორატორიის გამგე, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი);
🔹 პროექტი 2
სახელწოდება: ” ინოვაციური არადესტრუქციული Full-Stokes პოლარიმეტრული მეთოდი მაღალი მგრძნობელობის დეფექტოსკოპიისთვის “.
- პროექტის ხელმძღვანელი: ბარბარა კილოსანიძე (პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიულ კვლევების ლაბორატორიის გამგე, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი)
- პროექტის კოორდინატორი: ირაკლი ჩაგანავა (პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიულ კვლევების ლაბორატორიის მთავარი მეცნიერი-თანამშრომელი).
- ძირითადი შემსრულებლები:
- ვლადიმერ დადივაძე (პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიულ კვლევების ლაბორატორიის მეცნიერი-თანამშრომელი);
- ანა ფურცელაძე (პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიულ კვლევების ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი).
- ლევან ხელაშვილი – (EPAM Systems, Senior Systems Engineer; ახალგაზრდა მეცნიერი)
მიღწეული შედეგი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ინსტიტუტის მაღალ სამეცნიერო პოტენციალს, კვლევების აქტუალობასა და ჩვენი მეცნიერების მაღალ პროფესიონალიზმს საერთაშორისო სტანდარტების დონეზე.
ვულოცავთ ჩვენს კოლეგებს ამ წარმატებას! ვუსურვებთ ნაყოფიერ მუშაობას კვლევის პროცესში და ახალ-ახალ მიღწევებს სამეცნიერო ასპარეზზე.
––––––––––––––––––––––