კიბერნეტიკის ინსტიტუტის დაარსებიდან 63 წლის იუბილე

2023 წლის  ოქტომბერში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტს წელს დაარსებიდან 63 წელი შეუსრულდა. ინსტიტუტის საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდნენ რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სტუის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, დარგის სპეციალისტები, ინსტიტუტის მეცნიერთანამშრომლები და მიწვეული სტუმრები.

 

ინსტიტუტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა. როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნ, კიბერნეტიკის ინსტიტუტი საქართველოში გასული საუკუნის 60-იან წლებში დაფუძნდა, იმ დროს, როცა, მსოფლიოში დარგი ფეხს იდგამდა. ამ ფონზე საქართველოში სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტის დაფუძნება, იმ პერიოდშიც და დღესაც ქართველი მეცნიერების  სიახლეებისკენ სწრაფვაზე მიუთითებს.

 

„63 წლის წინ, დიდი მეცნიერის, ფიზიკოსის, მათემატიკოსისა და კიბერნეტიკოსის, აკადემიკოს ვლადიმერ ჭავჭანიძის დიდი შრომის და თამამად შეიძლება ითქვას, ბრძოლის შედეგად, საქართველოში დაფუძნდა კიბერნეტიკის
სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტი, სადაც ახალგაზრდა, პერსპექტიულმა მეცნიერებმა მოიყარეს თავი. ეს პირველი ნაბიჯი დაკავშირებული იყო გამოთვლითი ტექნიკისა და კიბერნეტიკის განვითარების მიმართულებით არსებულ მიღწევებთან, რომელთა გამოყენებამ მეცნიერების თითქმის ყველა სფეროში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ვლადიმერ ჭავჭანიძის ხელმძღვანელობით, კიბერნეტიკის ინსტიტუტმა წამყვანი ადგილი მოიპოვა არა მარტო საბჭოთა კავშირის, არამედ მსოფლიო სამეცნიერო წრეებში. შემთხვევითი არაა, რომ თბილისში 1975
წელს
ჩატარდა მე-4 საერთაშორისო კონფერენცია ხელოვნურ ინტელექტში, რომელშიც მონაწილეობდნენ მსოფლიოს ყველა წამყვანი სამეცნიერო სკოლის მეცნიერები იაპონიიდან, აშშდან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან. ინსტიტუტმა ბევრი სირთულე  დასძლია, იყო წარმატებები და იყო შეფერხებაც, თუმცა, დღეს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინსტიტუტი ღირსეულად აგრძელებს დიდი მეცნიერების გაკვალულ გზაზე სიარულს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, იმისათვის, რათა ინსტიტუტმა მიიზიდოს მეტი ახალგაზრდა მეცნიერი, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ასახელებენ. ვულოცავ ინსტიტუტს, მეცნიერებს, მკვლევრებს ამ მეტად მნიშვნელოვან თარიღს და წარმატებებს ვუსურვებ მათ, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის დირექტორის თამაზ სულაბერიძის თქმით, დღეის მონაცემებით, ინსტიტუტს 100-ზე მეტი უცხოური თუ ეროვნული გრანტი აქვს მოპოვებული, ამ ეტაპზე  მეცნიერები მუშაობენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ოთხი გრანტის,  DAAD-ის სამი და ISTC
 საერთაშორისო გრანტის შესრულებაზე. ბოლო პერიოდში ინსტიტუტში
გაიხსნა ევროპული სტანდარტების შესაბამისი ორი ახალი
ლაბორატორია და განახლდა ინფრასტრუქტურა. თამაზ სულაბერიძემ მადლობა გადაუხადა სტუის რექტორს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

პირველ რიგში, მადლობა მინდა მოვახსენო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის. ვფიქრობ, ინსტიტუტის დღის დაარსება, არის ერთერთი მნიშვნელოვანი  გადაწყვეტილება. ესაა დღე, როცა, ჩვენ, მეცნიერები ერთგვარად ვაჯამებთ მუშაობის შედეგებს. ეს არის ნაფიქრის, ნააზრევისა და განვლილი გზის ხელახლა გააზრების დღე. ეს არის ჩვენს მეცნიერთა მიერ მოპოვებული წარმატებებისა და სამომავლო გეგმების გაზიარების დღე და სიხარული, რომელსაც თითოეული ჩვენგანი და ინსტიტუტი ნამდვილად იმსახურებს. ვულოცავ ყველა ჩვენს თანამშრომელს ინსტიტუტის დაარსების დღეს და წარმატებებს ვუსურვებ მათ, – განაცხადა თამაზ სულაბერიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა და სტუმრებმა, დაათვალიერეს კიბერნეტიკის ინსტიტუტის ლაბორატორიები. ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის დირექტორი თამაზ სულაბერიძე უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა, ხოლო ინსტიტუტის თერმო და ტოქრომული სტურუქტურების ლაბორატორიის ხელმძღვანელს, მთავარ მეცნიერთანამშრომელს, გია პერტიაშვილსა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ლაბორატორიის ხელმძღვანელს, მთავარ მეცნიერთანამშრომელს, ნიკოლოზ მარგიანს საპატიო დიპლომები გადასცა.

Spread the love

კომენტარის დატოვება