შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2025 წლის გამოყენებითი კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვება მოიპოვა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ლაბორატორიის (ლაბორატორიის გამგე – ნიკოლოზ მარგიანი) სამეცნიერო გუნდმა პროექტით:
„CaMnO₃-ფუძიანი მასალის თერმოელექტრული მახასიათებლების გაუმჯობესება“.
პროექტის ხელმძღვანელია იამზე ქვარცხავა.
ვულოცავთ კვლევით ჯგუფს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ მათ მომავალ პროფესიულ და სამეცნიერო მიღწევებს.