კიბერნეტიკის ინსტიტუტის მორიგი წარმატება 2025 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო კონკურსში

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2025 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო კონკურსში  კიბერნეტიკის ინსტიტუტის ორმა ახალგაზრდა მეცნიერმა მოიპოვა დაფინანსება.

კონკურსზე სულ დარეგისტრირდა 148 განაცხადი, რომელთაგან შეფასების ეტაპზე გადავიდა 134 პროექტი. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამეტაპიანი შეფასება ევროპის სამეცნიერო ფონდის (European Science Foundation – ESF) ჩართულობით განხორციელდა. საბოლოოდ, მაღალი კონკურენციის პირობებში, დაფინანსება  30-მა საუკეთესო პროექტმა მოიპოვა.

ჩვენი ინსტიტუტიდან გამარჯვებულები გახდნენ:

საგრანტო პროექტი: „ქოლესტერულ თხევადკრისტალურ სელექტიურ სარკეზე დაფუძნებული მულტისპექტრალური გამოსახულების ხელსაწყო კანის კიბოს ადრეულ სტადიაზე დიაგნოზირებისათვის“

 საგრანტო პროექტი: სიმსივნის საწინააღმდეგო წამლით დატვირთული ლიგანდ-ფუნქციონალიზებული SPION ნანოგადამტანების სინთეზი და in vitro შეფასება სამმაგი უარყოფითი ძუძუს კიბოს მიზანმიმართული მკურნალობისთვის

ეს შედეგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერების მაღალ პროფესიონალიზმს, მათ ინოვაციურ მიდგომებსა და თანამედროვე სამეცნიერო გამოწვევებისადმი აქტიურ მზაობას.

ვულოცავთ ჩვენს კოლეგებს ამ მნიშვნელოვან აღიარებას და ვუსურვებთ მათ წარმატებებს კვლევის პროცესსა და შემდგომ სამეცნიერო მოღვაწეობაში!

Spread the love