ჟურნალი “თანამედროვე მათემატიკა და მისი გამოყენება” დაარსდა 2003 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის მიერ. ამჟამად გამოიცემა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ რუსულ ენაზე (“Современная математика и ее приложения”). ჟურნალის ინგლისური თარგმანი ასევე ქვეყნდება Springer Science Business Media, Inc. (აშშ) სერიაში “Journal of Mathematical Sciences“.

ჟურნალი აქვეყნებს სტატიებს თანამედროვე მათემატიკის ყველა ძირითად მიმართულებაზე:
- მათემატიკური ლოგიკა და მათემატიკის საფუძვლები;
- რიცხვთა თეორია;
- ალგებრა;
- ალგებრული გეომეტრია;
- ლის ჯგუფები და წარმოდგენის თეორია;
- გეომეტრია;
- ტოპოლოგია;
- რეალური და ფუნქციონალური ანალიზი;
- კომპლექსური ანალიზი;
- ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებები;
- კერძო წარმოებულებიანი დიფერენციალური განტოლებები;
- მათემატიკური ფიზიკა;
- ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა;
- დისკრეტული მათემატიკა.
ჟურნალი ორიენტირებულია როგორც ორიგინალური სამეცნიერო შედეგების შემცველი, ასევე მიმოხილვითი სტატიების გამოქვეყნებაზე.
მისამართი: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. #77
ტელეფონი: +995 (32) 2 36 50 93
ფაქსი: +995 (32) 2 36 51 55
ISSN: 1512-1712 (print)
ჟურნალის ინგლისური ვერსია : Journal of Mathematical Sciences. ISSN: 1072-3374 (print), 1573-8795 (online)
რევაზ გამყრელიძე
- მთავარი რედაქტორის მოადგილები
გრიგორ გიორგაძე
ალექსანდრე ლაშხი
ანდრეი აგრაჩევი
დავით დევაძე
თორნიკე ქადეიშვილი
ივანე კიღურაძე
ალექსეი ოვჩინიკოვი
გიორგი ონიანი
ვლადიმირ პოპოვი
არჩილ ფრანგიშვილი
ანდრეი სარიჩევი
გიორგი ხიმშიაშვილი