საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:
- სტოქასტური ანალიზისა და მათემატიკური მოდელირების განყოფილების უფროსის-მთავარი მეცნიერი თანამშრომლის (1.0 საშტატო ერთეული) თანამდებობაზე;
- სტოქასტური ანალიზისა და მათემატიკური მოდელირების განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის (1.0 საშტატო ერთეული) თანამდებობაზე;
- თერმო და ფოტოქრომული სტრუქტურების ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომლის (0.5 საშტატო ერთეული) თანამდებობაზე.
განცხადებების მიღება იწარმოებს 2022 წლის 13 მაისიდან 16 მაისის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ.№5 (ყოფილი სანდრო ეულის ქუჩა), ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი, პირველი სართული, ოთახი №130, საკონტაქტო ტელეფონი: 598 42 98 33.
მთავარი მეცნიერი თანამშრომლისა და უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ჩატარდება 2022 წლის 20 მაისს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2022 წლის 23 მაისს, საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე, ინსტიტუტის ვებგვერდზე: www.cybernetics.ge
კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2022 წლის 27 მაისის ჩათვლით.
ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ 2022 წლის 23 მაისს ჩატარდება განყოფილების უფროსი – მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კონკურსანტის/კონკურსანტების მოსმენა განყოფილების მომავალი სამეცნიერო მუშაობისა და პრიორიტეტების შესახებ. მოსმენის დასრულების შემდეგ ჩატარდება კენჭისყრა. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ კენჭისყრის შედეგები გამოცხადდება კენჭისყრის დასრულებისთანავე 23 მაისს და გამოიკვრება ინსტიტუტში თვალსაჩინო ადგილზე და გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე www.cybernetics.ge. კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები სამეცნიერო საბჭოში მიიღება 27 მაისის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (კონკურსის ჩატარების დრო, ადგილმდებარეობა და სხვა ინფორმაცია) გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე: www.cybernetics.ge
საკონკურსო პირობები
კონკურსის ძირითადი პირობები:
ა) განყოფილების უფროსის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
გ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
მეცნიერის (განყოფილების უფროსის, მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის) თანამდებობაზე პირი აირჩევა 5 წლის ვადით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:
ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე www.cybernetics.ge ), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);
ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი/საბუთები დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
ვ) 2 ფოტოსურათი 3X4;
ზ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.
კონკურსის ჩატარების წესი
კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ და ინსტიტუტის დებულების შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიაში, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებ-გვერდებზე;
საკონკურსო კომისიისა და სამეცნიერო საბჭოს მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები;
კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად