საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სიმპოზიუმზე, რომელიც გაიმართა 5 ოქტომბერს, ივ.ჯავახიშვილის სახელობის დიდ სააქტო დარბაზში, უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა დავით გურგენიძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის „ოქროს მედლით“ დააჯილდოვა სტუ ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული კვლევების ლაბორატორიის გამგე ფიზ.მათ.მეცნ.კანდიდატი ბარბარა კილოსანიძე. ვულოცავთ ქალბატონ ბარბარას ამ საპატიო ჯილდოს მიღებას და ვუსურვებთ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში.
![](https://cybernetics.ge/wp-content/uploads/2022/10/20221005_161837_GTU_100_Bara-238x300.jpg)
![](https://cybernetics.ge/wp-content/uploads/2022/10/Gold-Medal_Cyb-1-238x300.jpg)