საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ,,ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ლაბორატორიის“ მეცნიერმა თანამშრომელმა ია ქვარცხავამ, რომელიც სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ,,საინჟინრო ფიზიკის“ მიმართულების დოქტორანტია (სადოქტორო თემის ხელმძღვანელი-ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ლაბორატორიის გამგე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ნიკოლოზ მარგიანი), გაიმარჯვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2022 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსში.
ვულოცავთ იას ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ მორიგ წარმატებებს!