მიმდინარე წლის 3 თებერვალს, კიბერნეტიკის ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიების ტრანსფერის და საგრანტო პროექტების ოფისის წარმომადგენლებთან. მოწოდებული იქნა ინფორმაცია, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამაში „ჰორიზონტი ევროპა” მონაწილეობისათვის მოთხოვნილი პირობების, საპროექტო განაცხადების წარდგენა/მომზადების თაობაზე. შეხვედრაზე განხილულ იქნა ჰორიზონტი ევროპის კონკრეტული საგრანტო მიმართულებები:
ევროპის კვლევების საბჭო;
გლობალური გამოწვევები და ევროპის ინდუსტრიული კონკურენტუნარიანობის კლასტერები;
ევროპის ინოვაციური საბჭო.