კონკურსი დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების დირექტორების თანამდებობის დასაკავებლად

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების სამეცნიერო საბჭოები აცხადებენ ღია კონკურსს დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების დირექტორების თანამდებობის დასაკავებლად:

ბიოტექნოლოგიის ცენტრი
ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი
ვლ.ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი
ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტი
არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი

განცხადებების მიღება იწარმოებს 2023 წლის 07 ივლისიდან – 11 ივლისის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე, შემდეგ მისამართებზე:

ბიოტექნოლოგიის ცენტრი: ქ.თბილისი, აბაის ქუჩა N47 (თემქა, ყოფილი სასამართლოს შენობა, მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორია), ბიოტექნოლოგიის ცენტრი, მეორე სართული, ოთახი N1, პასუხისმგებელი პირები: ლეილა ზვიადაძე, ტელ: 593 455 037; ლალი მეძველია, ტელ:597 717 010.

ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 150გ, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, პასუხისმგებელი პირი ნაილი კაპანაძე, ტელ: 555 48 84 09, 032 295 10 47, 032 265 03 22;

ვლ.ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი: ქ.თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა N5 (ყოფილი სანდრო ეულის ქუჩა), ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი, პირველი სართული, ოთახი N130, საკონტაქტო პირი გიორგი მუმლაძე, ტელეფონი: 598 42 98 33.

ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტი: ქ.თბილისი, სოფელი დიღომი,მოციქულთა სწორი წმინდა ნინოს ქუჩა N6, ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტი, პასუხისმგებელი პირი: ლაშა ხვიჩია, ტელ: 577 618 729.

არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი: ქ.თბილისი, მინდელის ქ.N10, არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი, მე-4 სართული, ოთახი N1, პასუხისმგებელი პირი ქეთევან კვირიკაშვილი, ტელ: 032 231 98 74.

 

კონკურსი ჩატარდება 2023 წლის 14 ივლისს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2023 წლის 14 ივლისს, სამეცნიერო საბჭოების მიერ თვალსაჩინო ადგილზე, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტების/ცენტრების ვებგვერდებზე.

კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები სამეცნიერო საბჭოებში მიიღება 2023 წლის 18 ივლისის ჩათვლით.

დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების სამეცნიერო საბჭოები შესაბამისი ერთეულის დირექტორის თანამდებობაზე არჩეულ კანდიდატს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს არაუგვიანეს 2023 წლის 20 ივლისისა.

უნივერსიტეტის წესდების თანახმად, აკადემიური საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით 2/3-ით, ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების საკითხს. აღნიშნული ასაკის მქონე პირმა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოში დამატებით უნდა წარადგინოს აკადემიური საბჭოს თანხმობა. ამ მიზნით მან განცხადება უნდა შეიტანოს უნივერსიტეტის საქმისწარმოების დეპარტამენტში 2023 წლის 19 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით. პირის დასწრება აკადემიურ საბჭოში მისი საკითხის განხილვისას სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული საკითხი არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (განცხადების ფორმა, გასაუბრების ჩატარების დრო და ადგილი) გამოქვეყნდება შესაბამისი ინსტიტუტების ვებგვერდზე.

II. საკონკურსო პირობები

კონკურსის ძირითადი პირობები:

ინსტიტუტის/ცენტრის დირექტორის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რო­მელ­­საც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-კვლე­­ვითი საქ­მიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

ინსტიტუტის/ცენტრის დირექტორი თანამდებობაზე აირჩევა 5 წლის ვადით.

ინსტიტუტის/ცენტრის დირექტორის თანამდებობა ერთი და იმავე პირმა ზედიზედ შესაძლებელია დაიკავოს მხოლოდ ორჯერ.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:

ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება (ფორმა გამოქვეყნდება შესაბამისი ინსტიტუტის ვებგვერდზე)

ბ) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);

გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;

დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) სამოქმედო გეგმა;

ვ) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

ზ) 2 ფოტოსურათი 3X4;

თ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

შენიშვნა: ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი, ვისაც აღნიშნული ცნობები უკვე წარმოდგენილი აქვს უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში.

III. კონკურსის ჩატარების წესი

კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის/ცენტრის დებულების შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა ინსტიტუტის/ცენტრის სამეცნიერო საბჭოში, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის/ცენტრის ვებ-გვერდებზე;

ინსტიტუტის/ცენტრის სამეცნიერო საბჭოს მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე, (სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული გასაუბრების შედეგები.

კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

Spread the love

კომენტარის დატოვება