საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო სტრუქტურული ხელმძღვანელის და სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:
- სახეთა ამოცნობის გამოყენებითი სისტემების განყოფილების უფროსი (1 საშტატო ერთეული);
- თერმო და ფოტოქრომული სტრუქტურების ლაბორატორიის გამგე (1 საშტატო ერთეული);
- თერმო და ფოტოქრომული სტრუქტურების ლაბორტორია – მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (1 საშტატო ერთეული);
განცხადებების მიღება იწარმოებს 2026 წლის 30 აპრილიდან – 5 მაისის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის პირველი შესახვევი №6 (ყოფილი სანდრო ეულის ქუჩა), ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი, პირველი სართული, ოთახი №130, საკონტაქტო პირი, გიორგი მუმლაძე, ტელ.: 598 42 98 33.
ინსტიტუტის სამეცნიერი საბჭოს მიერ სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევ კონკურსანტ(ებ)თან გასაუბრება და კენჭისყრა ჩატარდება 2026 წლის 7 მაისს. კენჭისყრის შედეგები სამეცნიერო საბჭოს მიერ გამოცხადდება კენჭისყრის დასრულებისთანავე 7 მაისს და გამოიკვრება ინსტიტუტში თვალსაჩინო ადგილზე და გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე: https://cybernetics.ge/.
საკონკურსო კომისიის მიერ მთავარი მეცნიერის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი ჩატარდება 2026 წლის 8 მაისს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2026 წლის 8 მაისისა, საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე და ინსტიტუტის ვებგვერდზე: https://cybernetics.ge/
კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები სამეცნიერო საბჭოში/საკონკურსო კომისიაში მიიღება 2026 წლის 13 მაისის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (კონკურსანტის ანკეტა და განცხადება, კონკურსის ჩატარების დრო და ადგილი) გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე: https://cybernetics.ge/
II. საკონკურსო პირობები
კონკურსის ძირითადი პირობები:
ა) ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (ლაბორატორიის გამგის) თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. თუ პირს არ უკავია მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად;
ბ) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
ყველა ჩამოთვლილ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/სამეცნიერო თანამდებობაზე პირი აირჩევა 5 წლის ვადით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:
ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე https://cybernetics.ge/, აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);
ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;
დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
ვ) 2 ფოტოსურათი 3X4;
ზ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.
შენიშვნა: ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი, ვისაც აღნიშნული ცნობები უკვე წარმოდგენილი აქვს უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურში.
III. კონკურსის ჩატარების წესი
კონკურსი ჩატარდება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და „ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა სამეცნიერო საბჭოში/საკონკურსო კომისიაში, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებ-გვერდებზე.
სამეცნიერო საბჭოს/საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (სამეცნიერო საბჭოს/საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით), კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები.
კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საჭირო დოკუმენტაციის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ქვემოთ მოცემული ბმულებიდან:
კონკურსანტის განცხადება (word _doc)