ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი დაარსდა 1960 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს #690 დადგენილების საფუძველზე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სახით. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის #58 დადგენილების საფუძველზე ინსტუტუტი გარდაიქმნა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და ეწოდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირი კიბერნეტიკის ინსტიტუტი. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2 მარტის #61 დადგენილების საფუძველზე ინსტუტუტს მიენიჭა მისი დამაარსებლის, აკადემიკოს ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელი. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ივლისის #185 დადგენილების საფუძველზე ინსტუტუტი რეორგანიზებულ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულად-დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სახით.

No shortCode found

ინსტიტუტის სამეცნიერო დანაყოფები

previous arrow
next arrow